Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2023-2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ დეკანის 2024 წლის 17 აპრილის N 7/26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01   ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცე­ბუ­ლი ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის  სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე.

 

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2023-2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ დეკანის 2024 წლის 17 აპრილის N 7/26 ბრძანებაში და მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

3. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2024 წლის 20 მაისისა.

  1. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
  2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.